ჟურნალისტები იმიტირებულ ბრძოლის ველზე – მედიის წარმომადგენლებისთვის უკვე მეექვსედ, სამხედრო სწავლება მოეწყო.
მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ხუთი დღის განმავლობაში საომარი მოქმედებების თუ კრიზისული სიტუაციების გაშუქების დროს საჭირო წესებს და უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ. ამ მიზნით მოწყობილი იყო რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო, სწავლების ეტაპი მოიცავდა საველე პირობებში პირველად სამედიცინო დახმარებას, საბრძოლო მოქმედებების დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წესებს, სტრესის მართვას, ასევე ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დაცვას.
მედიასწავლებაში „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც მონაწილეობდა.
შალვა სუმბაძის და ვაჟა მაქარაშვილის რეპორტაჟი სენაკიდან.