უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ საოკუპაციო ძალები დონბასში საარტილერიო ცეცხლს ისევ ხსნიან და ახალი პროვოკაციებისთვის ემზადებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ მცირე 30-ჯერ დაირღვა, ვითარება ისევ დაძაბულია, თუმცა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა ქმნის წინაპირობას, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს. დაშორიშორების ხაზთან რთული ვითარების ფონზე, კიევში 8 წლის წინ მაიდანზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.
20 თებერვალს უკრაინაში ე.წ. ზეციური ასეულის ხსოვნის დღე აღინიშნება. მოამბის გადამღები ჯგუფი: ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე კიევიდან.