უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ მცირე 30-ჯერ დაირღვა. ვითარება ისევ დაძაბულია. ცნობილი ხდება, რომ ბელარუსი და რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო სწავლებას გააგრძელებენ. შესაბამისად, რუსული არმიის ქვედანაყოფები ბელარუსში რჩებიან. კიევი ისევ ამტკიცებს, რომ მოსკოვი ვითარებას განზრახ ძაბავს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების შეყვანა გაამართლოს.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე ბოლო ინფორმაციით კიევიდან, სადაც დღეს „ღირსების რევოლუციიდან“ რვა წლისთავი აღინიშნება.