საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის პროექტის მხარდაჭერით, თბილისში რეგიონული ბიზნესის ფორუმი -„ღია დიალოგი“ გაიმართა.
საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეულ მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, საშუალება მიეცათ, ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისთვის, იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია, რაც მათ საქმიანობის პროცესში ექმნებათ, ასევე მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებზე და მთავრობის გეგმებზე.
ფორუმს ჯამში 200-მდე მეწარმე დაესწრო.