ღეროვანი უჯრედების პირველი ლაბორატორია

ონკო-ჰემატოლოგიური, ძვალ-სახსროვანი, ავტოიმუნური და სხვა ტიპის დაავადებების მკურნალობა ქვეყანაში ახლა უკვე ინოვაციური მეთოდით ხდება შესაძლებელი. საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია გაიხსნა. აღნიშნულ დაწესებულებაში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედები შეიქმნება და შეინახება. კლინიკას უკვე გამოუჩნდა უჯრედების შეძენის პირველი მსურველებიც. ლაბორატორიის თანამშრომლებმა სპეციალური გადამზადება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიარეს.