ღარიბაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის ელჩს შეხვდა. განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალდანიშნული ელჩის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მრავალწლიან ჩართულობას სხვადასხვა პროექტებში. ხაზი გაესვა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების დინამიკას, განსაკუთრებით – პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.