ეუთო-ში ნორვეგიის ელჩის განცხადება

ეუთო-ში ნორვეგიის ელჩი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მისცენ საშუალება ახალ, უფრო მრავალფეროვან პარლამენტს შეასრულოს სრულფასოვანი როლი საქართველოს დემოკრატიაში. ამის შესახებ კარლსენმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ნორვეგია მიესალმება საქართველოს ძალისხმევას პანდემიით გამოწვეულ რთულ სიტუაციაში გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით, ამავე დროს, წუხილს გამოთქვამს არჩევნების მეორე ტურისა და პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების გამო. ელჩი ხარვეზებზეც ამახვილებს ყურდღებას და ამბობს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი და პასუხისმგებელმა ორგანოებმა სწრაფად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ ყველა ბრალდება. კარლსენმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლებისა და ოდირის ძალისხმევა პანდემიის ფონზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის განხორციელ ებასთან დაკავშირებით.