„ღამის სერენადების“ გახსნის პირველი დღე უცხოეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილს მიეძღვნა. მას წელს 70 წელი უსრულდება. კონცერტის ორსაათიანი პროგრამა საფესტივალო ორკესტ „საქართველოს ვირტუოზებს“ დაეთმო.
საერთაშორისო ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და წელსა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ ფესტივალის ფარგლებში უცხოელი და ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებული მსოფლიო კლასიკის შედევრები მოისმინონ.
„ღამის სერენადები“ ბათუმში 28 და 29 აგვისტოსაც ჩატარდება. საზეიმოდ კი თბილისში 4 სექტემბერს დასრულდება.