გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. იმსჯელეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის საჭიროებაზე. მესამე სექტორის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ანალენა ბერბოკის ვიზიტის მნიშვნელობაზე. საუბარი იყო მართლმსაჯულების საკითხებზე არჩევნების კონტექსტში და მედიის თავისუფლებაზე.