გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა

გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდ-ნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. შოლცმა მინისტრი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ მინისტრმა არაერთხელ დაბლოკა კანონები არასათანადოდ. თავის მხრივ, ლინდნერმა გააკრიტიკა შოლცის კომენტარი გერმანიის ეკონომიკურ სისუსტეზე. როგორც ცნობილია, უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ კრისტიან ლინდნერის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის შეთავაზებას, კოალიციის დანარჩენი ორი წევრი – ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეები შეეწინააღმდეგნენ. „პოლიტიკოს“ ცნობით, ოლაფ შოლცს შეუძლია გააგრძელოს მმართველობა, თუმცა მას არ ექნება უმრავლესობა ბიუჯეტის დასამტკიცებლად, რაც ზრდის ვადამდელი არჩევნების ალბათობას. ვადამდელი არჩევნები კი შესაძლოა, მარტში გაიმართოს.