გერმანიის კანცლერის ვიზიტი

რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე იქნება საუბარი ანგელა მერკელის ვიზიტის დროს.

ქვეყანა მაღალი რანგის სტუმრის მისაღებად ემზადება.

გერმანიის კანცლერი საქართველოში ხვალ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩამოდის. ერთი დღით ადრე „მოამბისთვის” ცნობილი ხდება თემები, რომლებიც ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში იქნება. მათ შორის არის აგვისტოს ომის 10 წლისთავი, ნატო-ში ინტეგრაცია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. მერკელს თან გერმანელი ბიზნესმენების ჯგუფიც მოჰყვება.

ხელისუფლების პირველ პირებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან აუდიენციის გარდა კანცლერი საოკუპაციო ხაზთანაც აპირებს მისვლას. ვიზიტის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია, რადგან თბილისში სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე მერკელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა.