საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას მასპინძლობს.
ღონისძიებას გერმანიის ელჩთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, მედიის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.
3 ოქტომბერი აღმოსავლეთ გერმანიისა და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების დღედ 1990 წელს გამოცხადდა, მას შემდეგ რაც 29 სექტემბერს ქვეყნის გაერთიანების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. გერმანიის გაერთიანებას წინ უძღოდა „ცივი ომის“ სიმბოლოს, ბერლინის კედლის დანგრევა.