საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა ოფიციალურ ბერლინშიც მიმდინარეობს.
გერმანიამ გააუქმა საკუთარი სამხედროების მონაწილეობა, შეერთებული შტატების მიერ გადადებულ სამხედრო სწავლება „ღირსეულ პარტნიორში“ და ასევე გააუქმა დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც წელს გერმანიაში უნდა ჩატარებულიყო და ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში, გერმანია აღარ იღებს საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.