„ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ – ამის შესახებ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოში გერმანიის ელჩი წერს. პეტერ ფიშერის თქმით, გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დიპლომატმა კომენტარი მედიისთვისაც გააკეთა და განმარტა, რომ აუცილებელია საქართველომ აქტიურად იმუშაოს და 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შეასრულოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს 9 ივნისს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.