დღეს საღამოს გერმანიის კოალიციის ბედი გაირკვევა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, ბიულეტენების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. შიდაპარტიული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც პარტიის 464 ათასამდე წევრმა მიიღო მონაწილეობა, უნდა დადგინდეს, სურთ თუ არა მათ მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ალიანსის ჩამოყალიბება. გერმანიაში არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს გაიმართა. მას შემდეგ ქვეყანა მთავრობის ფორმირებას ცდილობს.