პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება. გუშინ მან დასვა კითხვა: „ვისთან ერთად უნდა შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე.