გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი თბილისში

სხვადასხვა კუთხის უნიკალურ ქართულ ნაწარმს 62 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ეცნობიან – საქართველო გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო ფორუმს პირველად მასპინძლობს.

გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი კონკრეტული პროდუქტის გამორჩეულ მახასიათებლებზე და მაღალ ხარისხზე მიუთითებს და მომხმარებელს მათი წარმოება-დამზადების ადგილზე აწვდის ინფორმაციას. წლევანდელი ფორუმის მონაწილეები მსჯელობენ, რა გავლენა აქვს გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციას ტურიზმის სექტორზე, რა სიახლეები ინერგება სფეროში, როგორ უნდა დაიცვან უნიკალური ნაწარმი და რა მარკეტინგული სტრატეგიაა მისაღები. საქართველოში საქპატენტის მიერ 64 გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტია დარეგისტრირებული, რომლებსაც სიმპოზიუმის მონაწილეებიც დააგემოვნებენ.