საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმატებული დღე ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.
საქართველოს ნაკრებმა გუშინ ორი მედალი მოიპოვა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გენო პეტრიაშვილს ერგო.
74 კილოგრამში ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა ავთანდილ კენჭაძეს, რომელმაც კარიერის მანძილზე პირველი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება უნგრეთში. ნინო გაბელია ისაუბრებს „მოამბის“ ეთერში.