გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე, კომიტეტის სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილმა დეპუტატებს საკუთარი ხედვა წარუდგინა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. კანდიდატის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კანონმდებლების კითხვების უდიდესი ნაწილი პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მიზნით შექმნილ დეპარტამენტს შეეხებოდა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის პრიორიტეტებს და მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.