2018 წელის 4 თვის მონაცემებით, სიძულვილის მოტივი 50-ზე მეტ საქმეში გამოიკვეთა, რაც 2017 წელს გამოვლენილ დანაშაულებებს აჭარბებს.
კვლევის შედეგებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
2018 წელს სიძულვილის მოტივის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამო შშს-მ 53 პირი დააკავა. კერძოდ, გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 39 პირი დააკავეს, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით – 10 პირი, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კი – 4 ადამინი. დაკავებულთა უმრავლესობას ბრალი ედებოდა ძალადობის ჩადენაში. შეხვედრაზე აღინიშნა რომ მონაცემების გაზრდა აღნიშნულ დანაშაულზე გამომძიებელთა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების გაზრდასთანაც არის დაკავშირებული, ასევე დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.