მესტიაში „გემოფესტი“ იწყება – ორდღიანი კულინარიული ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივი მზარეულები სტუმრებს ტრადიციული სვანური კერძების მოდერნიზებულ ვერსიებს შესთავაზებენ. ადგილზე უკვე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, საბავშვო და მუსიკალური სივრცეები.
ნათია ქენქაძე იმყოფება სვანეთში და პირდაპირ ეთერში ფესტივალის შესახებ ისაუბრებს.