მესტია „გემოფესტს“ მასპინძლობს. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს და ხვალ სეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობა გაიმართება. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
კონკრეტულად რა ღონისძიებებია დაგეგმილი ფესტივალის ფარგლებში, ნათია ქენქაძე გვეტყვის, რომელიც მესტიაში იმყოფება.