მესტიაში „გემოფესტი“ მიმდინარეობს. ორდღიანი კულინარიული ფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი მზარეულები სტუმრებს ტრადიციული სვანური კერძების მოდერნიზებული ვერსიებით უმასპინძლდებიან. ადგილზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, საბავშვო და მუსიკალური სივრცეები. ფესტივალი გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით იმართება და ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.