იმერეთში გემოფესტი გრძელდება. 17 მზარეული ადგილობრივებსა და სტუმრებს იმერული კერძების თანამედროვე ვერსიებს გუშინდელის მსგავსად, დღესაც სთავაზობს. ადგილზე განთავსებულია საბავშვო-გასართობი სივრცეებიც.
როგორია გემოფესტის დასკვნითი დღე?
ქუთაისში იმყოფება „მოამბის“ ჟურნალისტი ნათია ქენქაძე, რომელსაც ფესტივალზე დასწრებისა და სხვადასხვა კერძის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდა.