„გემოფესტი“ იმერეთში – კულინარიულ ფესტივალს ორი დღის განმავლობაში ქუთაისი უმასპინძლებს. 17 მზარეული ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული იმერული კერძების თანამედროვე ვარიანტებს შესთავაზებს, რომლებიც მათ დედაქალაქიდან სპეციალურად ჩასულ ცნობილ შეფმზარეულებთან ერთად შექმნეს.
ქუთაისის ტურისტულ ნაწილში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ასევე საბავშვო და სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყობა, გაიმართება მუსიკალური ღონისძიებებიც. ამასთან, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყველაზე გემრიელი ფესტივალის კონცეფციით დაიბრენდა და ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორებმა თუ ადგილობრივებმა GEMO FEST-ის შესახებ ინფორმაცია აეროპორტშივე მიიღეს.