გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო. 26-27 აგვისტოს პირველ ფესტივალს ამბროლაური უმასპინძლებს. ფესტივალზე რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი.
პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების შექმნა და განვითარება, რაც შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს.
„გემო ფესტი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად ფესტივალში მონაწილეების მსურველთა შერჩევა და მომზადება დაიწყო.
ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.