რაჭისა და სვანეთის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს. „გემო ფესტი“ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება.
„გემო ფესტის“ მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში გასტროტურიზმის განვითარებას. ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ. მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, გამოცდილი შეფ-მზარეულები ფესტივალის მონაწილეებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ.