იმერეთი „გემო ფესტისთვის“ ემზადება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე ფესტივალს ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, მონაწილეებს ცნობილი შეფ-მზარეულები შეხვდნენ და კერძების შერჩევაში დაეხმარნენ. მათ ადგილობრივ შეფებს რეკომენდაციები მისცეს და კერძების ვიზუალურ გაფორმებაშიც მიიღეს მონაწილეობა. „გემო ფესტის“ მიზანი რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.