მკვეთრად გაუმჯობესებული მაჩვენებლები ტურიზმის სექტორში.
კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო ძველ პოზიციებს იბრუნებს. ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა თითქმის პანდემიამდელ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს უთანაბრდება. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენის მაჩვენებლები წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია, რაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზს სრულად ემთხვევა. მოლოდინი კიდევ უფრო ოპტიმისტურია მოახლოებულ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით.