გაზიფიცირების სამუშაოები

გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

სოფელ ლეღვას მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. სოფელი ლეღვას გარდა, ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება ქობულეთის დანარჩენ სოფლებშიც. ბოლო წლებში გაზიფიცირება 27 სოფელში განხორციელდა. გაზსადენის დამონტაჟების სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ჩატარდა. მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი 12 500 აბონენტს მიეწოდება.