ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მალე სრულად იქნება გაზიფიცირებული.
ახალი გაზსადენი ბუნებრივი აირით 16 დასახლებას მოამარაგებს. სამუშაოები მიმდინარეობს გურიის კიდევ ორ რაიონში. ბუნებრივი გაზის მიწოდების საერთო ქსელში ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების კიდევ ასეულობით აბონენტი ჩაერთვება.
გეგმის მიხედვით, რეგიონის გაზიფიცირების პროცესი 2025 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.