ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი და სტიქიის პრევენციის სამუშაოები გრძელდება. მძიმე ტექნიკით სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს.
მეცხვარეებს საფეხმავლო ბილიკებით თუშეთისკენ გადაადგილება უკვე შეუძლიათ. პარალელურად, გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.