გავრცელებული ფარული ჩანაწერები - პრემიერის გამოხმაურება

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას უწოდებს ქვეყნის პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერაა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაციაა.