გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე კვლავ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ოპოზიციის ნაწილი გამოძიებას არ ენდობა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მოსმენებთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების პრაქტიკას „ქართული ოცნება“ წარმატებით განაგრძობს.
მმართველი გუნდი კი კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს, რომლის მიზანიც, ეკლესიისა და სახელმწფოს დაზიანებაა.