გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრები

10 %-ით გაზრდილი ეკონომიკა, დადებითი ტენდენცია ექსპორტის კუთხით და აღდგენილი ტურიზმი – საქართველომ 2022 წელი გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრებით დაასრულა.

გაორმაგებულია ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობაც. ლარის კურსი კი ბოლო პერიოდში სტაბილურობას ინარჩუნებს. წლის დასაწყისში ნავარაუდევ პროგნოზებზე უკეთესი შედეგის მიუხედავად, ისევ მთავარი გამოწვევაა ინფლაცია. გაზრდილი ფასები ის საკითხია, რაც მოსახლეობას ამ დრომდე ყველაზე მეტად აწუხებს. თუმცა, ეკონომისტები ინფლაციის მიმართულებითაც დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.

შალვა სუმბაძე გაგვაცნობს, როგორია სპეციალისტების მოლოდინი 2023 წელთან დაკავშირებით.