ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ქართველი მესაზღვრეები თავისუფლები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაიწყო მოკვლევა იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაში მოხდა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ მესაზღვრეების დაკავება. წინასწარი ვერსიით, რუსმა მესაზღვრეებმა ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მაშინ გააჩერეს, როცა ისინი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად მიდიოდნენ. ფაქტს გაუგებრობით ხსნის ერთ-ერთი მესაზღვრის ოჯახი. თავად გიორგი კერესელიძე და კობა მაჭარაშვილი კი მედიასთან საერთოდ არ ჩნდებიან.
მოკვლევის დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, ვისი პასუხისმგებლობა დადგება მომხდარის გამო.