კასპის რაიონში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტების მიერ ფეხში დაჭრილი და გატაცებული 33 წლის ზაზა გახელაძე კვლავ ტყვეობაში რჩება. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედია იტყობინება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე ცნობით, გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს სანადირო თოფიდან ესროლა და საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა.
ნინო ფისაძე ესაუბრა გატაცებულის ოჯახის წევრებს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან