ორი კულტურის გაერთიანება კვების ნაწილში – გასტრონომიული ისტორიის გაცვლა, ღონისძიებას სასტუმრო „თბილისი მერიოტმა“ უმასპინძლა. იაპონელმა და ქართველმა შეფ მზარეულებმა დამსწრე საზოგადოებისთვის სუშისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასი და დეგუსტაცია გამართეს. საღამოს სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც საღამოს მიმდინარეობისას აღინიშნა, მსგავსი ღონისძიების ჩატარება ქვეყნებს შორის მეგობრობასა და მათი კულტურების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.