გასაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კომისია ორ ვაკანტურ ადგილზე რვა მსურველს მოუსმენს, თითოეულ მათგანს 15 წუთი ექნება საკუთარი ხედვისა და პრიორიტეტების გასაცნობად. კომისია შერჩეულ კანდიდატებს დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
ორი ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ განხორციელდა ცვლილება და საბჭოს წევრთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.