გასაუბრება ლევან მურუსიძესთან

ლევან მურუსიძე მოსამართლედ, შესაძლოა, უვადოდ განწესდეს. საკითხზე ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსჯელობს. საბჭოს წევრები ლევან მურუსიძეს ხვდებიან.

დასმულ შეკითხვებს შორის იყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ასევე, მონაწილეობდა თუ არა ლევან მურუსიძე უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევის პროცესში.

საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ ლევან მურუსიძის მოსმენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა გადადო.