საქართველოში ეპიდვითარება ისევ საგანგაშო ხდება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1194 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“ გამოუვლინდა ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში შემოსულ 400-ზე მეტ ვიზიტორსაც. ამ მონაცემების გათვალისწინებით არ არის გამორიცხული ტურისტების ტესტირება 72 საათში ერთხელ გახდეს სავალდებულო. სპეციალისტები ეპიდსიტუაციის გაუარესებას ტურისტულ სეზონს და მობილობის გაზრდას უკავშირებენ. ვითარებას ართულებს კორონავირუსის ინდური შტამიც, რომელიც ქვეყანაში უკვე ცირკულირებს და ლეტალობისა და გადადების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. ეპიდემიოლოგები ახლა იმედს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაზე ამყარებენ და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.