ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად, იმატებს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც პოსტ-კოვიდური გართულებები აწუხებთ. მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. მიმართვიანობა იმდენად მაღალია, რომ კლინიკებში მათ მისაღებად სპეციალური განყოფილებები გაიხსნა. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ისევ 1 000-ზე მეტია. ბოლო ორი კვირის მონაცემი 4%-იან ზღვარს უახლოვდება, რის შემდეგაც შესაძლოა შეზღუდვების ხელახლა ამოქმედება დადგეს დღის წესრიგში. მეორე უმძიმესი ტალღის გამეორების თავიდან ასაცილებლად გამკაცრებულია რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი, დაგეგმილია ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება და კარდაკარის პრინციპით ჩატარება. 4%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში ხელისუფლება არც გარკვეულ სატრანსპორტო შეზღუდვებს არ გამორიცხავს. ყველაზე საყურადღებოა თბილისი, სამეგრელო და აჭარა.