ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობაში ახალი რგოლი იქმნება. მწვანე პოლიტიკის განხორციელებაზე დღეიდან გარემოსდაცვითი ომბუდსმენი იზრუნებს. თანამდებობა ამერიკელ იურისტს, დევიდ მორისონს ჩააბარეს, რომელიც წლებია, საქართველოში სწორედ გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობს.
საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების და კონსულტაციების გაწევის პარალელურად ახალი ომბუდსმენი ეკოლოგიის საკითხებზე ნებისმიერი პირის პრეტენზიებს და პრობლემებსაც განიხილავს.
შესაბამისი ორგანოს შექმნა პრემიერ-მინისტრმა პოსტზე დანიშვნიდან მალევე დააანონსა, თუმცა გარემოსდამცველებს ახალი ომბუდსმენის ფუნქციებთან და სამუშაო სტრატეგიასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.