გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. ამასთან ერთად, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ქარიც, რამაც შესაძლოა ტყის ხანძრის გაჩენას შეუწყოს ხელი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა 19 აგვისტომდე შენარჩუნდება. ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს.