„გარემოს დაცვის სისხლის სამართლებრივი რეგულირება“ - კვლევის პრეზენტაცია
„გარემოს დაცვის სისხლის სამართლებრივი რეგულირება“ – კვლევის პრეზენტაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა. როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, გარემო-ს დაცვის სფეროში ქვეყანაში პრობლემაა როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის კუთხით. მისი განცხადებით, 2021 წელს, არცერთი იურიდიული პირის მიმართ არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელთა ეროვნულ დონეზე დანერგვის ვალდებულება საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო. საია-მ ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის შესრულებისკენაც მთავრობას მოუწოდებს.