გარემოს დაცვის მინისტრმა ბრიკეტების საწარმო დაათვალიერა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ბრიკეტების საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა.

ეროვნული საშენი მეურნეობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიკეტების საწარმოს მშენებლობის პროექტი მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ და გაერო-ს განვითარების პროგრამის დახმარებით განხორციელდა.

ლევან დავითაშვილმა სიმბოლურად ერთი შეკვრა ბრიკეტი, რომელიც მთელი წლის მარაგია, სოფელ ალვანის საბავშვო ბაღში მიიტანა. მინისტრი ბრიკეტების დამამზადებელ კერძო საწარმო შ.პ.ს. „კერას“ ესტუმრა და წარმოების პროცესს გაეცნო.