ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ

ქვეყნის კიდევ ერთი გამოწვევა აზიური ფაროსანაა. მავნებელ მწერს ჯერ ძინავს, თუმცა, როგორც წესი, აპრილიდან ის ზამთრის სამალავებიდან გამოსვლას იწყებს.

რა სტრატეგიით და გეგმით აპირებს ბრძოლას ხელისუფლება მწერთან, რომელმაც დასავლეთ საქართველოში თხილის და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, სხვა კულტურები კი მნიშვნელოვნად დააზიანა. ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც პარლამენტში დეპუტატებისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად მისულ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს დაუსვეს.

აზიური ფაროსანას გასანადგურებლად წელს მთავრობას 50 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა, მწერთან საბრძოლველად გაწერილი სტრატეგია დავის საგანია. დეპუტატების ნაწილი მავნებლის აღმოსავლეთ საქართველოში მასშტაბურად გავრცელების საფრთხეზე მიუთითებს.