ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე – ეკლესია მაცხოვრის ჯვარცმას, დატირებას და გარდამოხსნას იხსენებს. ყვავილებით შემკული სადგამი ეკლესიის შუაგულში და საგანგებოდ მოხატული ქსოვილი საფლავში ჩასვენებული იესოს გამოსახულებით – ტაძრებში დღეს გარდამოხსნის რიტუალი ჩატარდა. წაიკითხეს სახარება უფლის ვნების შესახებ. დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეს კვერცხები წითლად იღებება და პასკები ცხვება, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.