კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო სხვადასხვა სახის შეფასებებს „ქართული ოცნება“ ეკლესიაზე თავდასხმად აფასებს და ამ კუთხით ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების გააქტიურებაზე საუბრობს. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში ეკლესიაზე პარტიული და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი შეტევების მასშტაბი იმ საშიშ ზღვარს მიუახლოვდა, რომელმაც შესაძლოა სამოქალაქო მშვიდობას შეუქმნას საფრთხე. თავის მხრივ, ოპოზიცია მმართველ გუნდს ეკლესიის თემით სპეკულაციაში სდებს ბრალს.