გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი

55 წლის ასაკში მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. თეატრალური სპექტაკლების გარდა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში. ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს პრემიერმა და თბილისის მერმა.